საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების კათედრა

 

კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების კათედრა დაარსდა 2018 წელს. კათედრის შექმნისა და საქმიანობის  კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე სამედიცინო  პრაქტიკის ქვაკუთხედის - მტკიცებითი მედიცინის ორი ძირითადი კომპონენტის/ განზომილების - სამეცნიერო კვლევის შედეგების კლინიკურ პრაქტიკაში იმპლემენტაციისა და კლინიკური ტრენირების/გამოცდილების ინტეგრირების იდეას. კათედრის ხელმძღვანელია პროფესორი ნინო შარაშიძე. კათედრის თანმშრომლები: მაია ხუბუა - ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორები - ინგა ბოჭორიშვილი და თინათინ სუპატაშვილი, მოწვეული ლექტორები, მედიცინის დოქტორები - გულნარა აბულაძე, ნინო ლომია, ირინა ჯაში, ირმა მაისურაძე, ნინო აგლაძე,ლიანა რიგვავა, კათედრის ასისტენტ-ადმინისტრატორი -    ექიმი თამარ ჭაღიაშვილი, IT სპეციალისტი - გიორგი სტურუა.

 

კათედრის ბაზაზე, მისი არსებობის ხანმოკლე ისტორიის მანძილზე, ჩამოყალიბდა სიმულაციური სწავლების  ცენტრი, რომელიც აღჭურვილია განსხვავებული პროფილის მაღალტექნოლოგიური მულაჟებით და სიმულაციის კომპიუტერული პროგრამებით. თანამედროვე სიმულატორები რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული  მრავალფეროვანი კლინიკური სცენარებით შესაძლობლობას აძლევს სტუდენტს დაეუფლოს  რიგი სადიაგოსტიკო-თერაპიული პროცედურის ძირითად პრინციპებსა და ტექნიკურ დეტალებს.გარდა კურიკულუმით გათვალისწინებული კურსების ფარგლებში  ტრენირებისა სტუდენტებს შუძლიათ განსაზღვრული ინდივიდუალი გრაფიკით დამატებით იმუშაონ სიმულაციის ცენტრში.

 

კათედრის ფარგლებში სასწავლო კლინიკის სტატუსით. შეიქმნა  ამბულატორიული  ტიპის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი , სადაც სამედიცინო საქმიანობას განახორცილებენ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი  მნიშვნელოვნად განაპირობებს დიპლომამდელი სამედიცინო გამათლების სტანდარტით გათვალისწინებული  პრაქტიკული კლინიკური უნარების გამომუშავებას.

 

კათედრის საქმიანობის მეორე ძირითადი მიმართულებაა ბიოსამედიცინო კვლევის ყველა ეტაპის (დაგეგმვის, წარმართვის,ანალიზის, გასაჯაროების) პრქტიკული განხორცილებისათვის საჭირო უნარების გამომუშავება სამედიცინო განათლების დიპლომამდელ ეტაპზე. ამ მიზნით შემუშავებულია ხუთი კურსი, რომლებიც ნაწილდება ხუთ სემესტრზე. ბოლო ორი სემესტრის განმავლობაში გათვალისწინებულია ყველა სტუდენტის სავალდებულო  ჩართვა სამეცნიერო კვლევით პროექტში. კვლევის უნარების კურსების ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დახმარებას გაუწევს მომავალ ექიმს ინტენსიურად განვითარებად სამედიცინო მეცნიერებაში ორიენტირებასა და სამეცნიერო კვლევის შედეგების კრიტიკულ  გაანალიზებაში, რის გარეშეც შეუძლებელია თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის წარმართვა მტკიცებითი მედიცინის ფორმატში.

 

კათედრის თანამშრომლები (პროფესორი ნინო შარაშიძე, ასოცირებული პროფესორი მაია ხუბუა) ხელმძღვანელობას უწევენ  ორ სადოქტორო პროგრამას, რომელშიც ჩართულია 8 დოქტორანტი.

 

კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების კათედრის თანამშრომლები:

  • ნინო შარაშიძე - პროფესორი, კათედრის ხელმძღვანელი
  • მაია ხუბუა - ასოცირებული პროფესორი
  • ნინო ლომია - ასოცირებული პროფესორი
  • ნინო აგლაძე - ასისტენტ პროფესორი
  • ინგა ბოჭორიშვილი - ასისტენტ პროფესორი
  • თინათინ სუპატაშვილი - ასისტენტ პროფესორი
  • თამარ ჭაღიაშვილი - კათედრის ასისტენტ-ადმინისტრატორი
  • გიორგი სტურუა - ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი  
  • გულნარა აბულაძე - მოწვეული ლექტორი
  • ირმა მაისურაძე - მოწვეული ლექტორი
  • ირინა ჯაში - მოწვეული ლექტორი
  • ლიანა რიგვავა - მოწვეული ლექტორი